ორხევის დასახლებაში, ჩანტლაძის ქუჩის მიმდებარედ, კიდევ ერთი დასასვენებელი სკვერი მოეწყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულა, 3 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სკვერის კეთილმოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის შედეგად გადაწყდა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს ტრენაჟორები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, საბაღე სკამები განთავსდა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ სამგორის რაიონის გამგებელს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ორხევის დასახლებაში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩანტლაძის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული სკვერის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი გამოიყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024