გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ჯაბა ჯიშკარიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად გაეცნო.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 20-მდე მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს, რომელთაგან ორი - ათონელის N9-N11-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. რამდენიმე მისამართზე დეკორატიული ელემენტებისა და ლითონის მოაჯირების აღდგენა-რესტავრაცია დასრულებულია.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით, სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო არეალში უკვე დასრულებულია 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა. ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარამდეა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024