თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ხელშეწყობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე წმ. ბარბარეს ტაძრის ტერიტორიასთან არსებულ სკვერში გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
,,ზაფხულის პირველი დღე მხიარულად აღვნიშნეთ ჩვენ უბანში. პატარებმა გამოფინეს მათი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები, შეასრულეს სხვადასხვა სიმღერებიც. დღეს უამრავი საინტერესო და სახალისო ღონისძიება შედგა და ძალიან მიხარია, რომ ამ ლამაზ გარემოში პატარებთან ერთად შეხვედრა შევძელით“- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ღონისძიება დღის მანძილზე გაგრძელდა და ბავშვების მიერ შესრულებული მხატვრული ტილოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. პატარებისთვის მულტფილმის ჩვენება, ანიმატორების შოუ და სახალისო თამაშებიც შედგა. ღონისძიებას ბენდთან ერთად საქსოფონის ცოცხალი შესრულება მუსიკალურად აფორმებდა.
დასასრულს, ნინო ლაცაბიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სიგელებით დააჯილდოვა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024