ქალაქ თბილისის საკრებულოს,ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ,ამავე რაიონის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს , ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ, სტუმრებს წარმომადგენლობითი ორგანოს შენობა დაათვალიერებინეს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და წარმატება უსურვეს.
,,იყო პედაგოგი ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. დღეს ერთი თბილი და ლამაზი დღე ვაჩუქეთ ჩვენი რაიონის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს , მათ ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები გადავეცით” - აღნიშნა დეპუტატმა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, სადაც პედაგოგებს, რომლებმაც საკუთარი საინტერესო პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, სიმბოლური საჩუქრები და საპატიო სიგელები გადაეცათ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024