თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მათი მოსაზრებები მოისმინა. მისი თქმით, მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები იმართებოდა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებზე დეტალური ინფორმაცია მივიღეთ. სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდება 2020 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტების დაგეგმვა. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის განხილვები უზრუნველყოფს, რომ ქალაქის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მორგებული.
”11 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ვხვდებოდით იმ ადამიანებს, ვისი წარმომადგენელიც ვარ ქალაქ თბილისის საკრებულოში. სწორედ, ამ ადამიანების მოთხოვნების და რეკომენდაციების საფუძველზე გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, დავსახეთ პრიორიტეტები 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ჩვენი მიზანია ქალაქის ბიუჯეტი, მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს. ასეთი შეხვედრები პროდუქტიული აღმოჩნდა, ვინაიდან მოვისმინე თითოეული მოქალაქის ხედვა, ჩვენი უბნის: ეკონომიკური, ურბანული, ინფრასტრუქტურული და სოციალური განვითარების შესახებ“- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, განხილვის პროცესში ყველა თაობის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეხვედრებში ახალგაზრდების ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა.
„ახალგაზრდების აზრი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევხდით ისნის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მოვისმინეთ მათი ხედვები და დავსახეთ უბნის განვითარების პრაგმატული გეგმა. ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის დაგეგმარებაში მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველ ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის გაცილებით მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024