თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის (დიდი დიღომი) მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძეს, დიდ დიღომში მდებარე ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
დეპუტატმა და გამგებელმა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ.
ავთანდილ ცინცაძის თქმით, პროექტის მიხედვით, ასფალტის ორფენიანი საფარი 7 109 კვ.მ ფართობზე დაიგება.
„მოხარული ვარ, რომ ნესტან-დარეჯნის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ეზოებში საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები მოეწყობა,ასევე დაიგება ასფალტის საფარი“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.