14 დეკემბერი 2022
ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა.
მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თბილისის მერთან ერთად საკრებულოს წევრებმა - ირაკლი ხელაძემ და ალექსანდრე ხუჯაძემ გადასცეს. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის საცხოვრებელი ფართებით ჯამში, 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძემ აღნიშნა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებლის დაკანონების პრობლემა ქონდათ, ფართების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.
„მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. მოხარულები ვართ, რომ დღეს მათი დიდი ხნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია დარეგისტრირებული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მერიიდან გადმოგზავნილ დოკუმენტაციას დედაქალაქის საკრებულოს რამდენიმე კომისია იხილავს, რის შემდეგაც საკრებულოს წევრები სხდომაზე ვამტკიცებთ.
ჩვენი თანხმობის შემდეგ მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები“, - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძემ.
დღევანდელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025