თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრის ალექსანდრე ხუჯაძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რაიონში მცხოვრებმა ბავშვებმა თბილისის ზღვაზე მდებარე გასართობ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში „ჯინო ფერედაის“-ში აღნიშნეს.
ბავშვები გასართობ კომპლექსში, სხვა და სხვა გასართობ ღონისძიებაში ჩაერთვენ და მხიარულ სპორტულ ვიქტორინებში მონაწილეობა მიიღეს.
„დღევანდელი დღე, ნაძალადევში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად კომპლექს „ჯინო ფერედაის“ –ში ავღნიშნეთ. ბავშვებმა ყველა იმ გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც გასართობ კოპლექსში არსებული პროგრამითაა გათვალისწინებული.
ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ“,- განაცხადა მაჟორიტარმა ალექსანდრე ხუჯაძემ.
ღონისძიება ალექსანდრე ხუჯაძისა და პარლამენტის წევრ მიხეილ ყაველაშვილის ერთობლივი ხელშეწყობით და საცურაო კომპლექს „ჯინო ფერედაისის“ მენეჯმენტის ორგანიზებით ჩატარდა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024