მუხიანის დასახლებაში მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ქეთევან ჯოხაძემ მუხიანში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, კომპანია „არქის“ მიერ დაკომპლექტებული ნობათები პირადად გადასცა.
ხანდაზმულებისათვის განკუთვნილი პაკეტი ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის კამპანია კვლავ გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
მაჟორიტარმა და მისი წარმომადგენლობის თანამშრომლებმა,"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით გამართული ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნული ნობათების დარიგების პროცესში ყველა რეკომენდაცია და უსაფრთხოების ნორმა მაქსიმალურად დაცული იყოს.