ქალაქ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარი წევრი, ქეთევან ჯოხაძე მუხიანის დასახლებაში, პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც წლების მანძილზე ფაქტიურ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ და სიმბოლურ ფასად 1-ლარად გადაეცათ.
23 ოჯახი მითითებულ მისამართზე 2011 წლიდან ცხოვრობს.
”დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის მოგვარება იმ ოჯახებისათვის, რომლებსაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ და აღნიშნული ფართების დაკანონებას ბიუროკრატიული საკითხების გამო ვერ ახერხებდნენ. დღეს შევხვდი მათ, ვისაუბრეთ ამხანაგობის შექმნასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე“ -განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024