გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერის მოწყობის დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ამავე რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ამასთან, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება.
სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბე“- მ განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 221 813 ლარი დაიხარჯა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024