თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ალექსანდრე ხუჯაძის და საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მიხეილ ყაველაშილის ინიციატივით, ამასთანავე, სამშენებლო კომპანიის „ჯავა“, რესტორნების ქსელის „ჩემო კარგო“, რესტორნის „იმპერიალი“, ასევე ს.ს „ნიკორა“-ს, შპს „ტკბილი ქვეყანა“-ს, შპს „მითანა“-ს, ს.ს „იბერია რეფრეშმენტსი“-ს, ს.ს „კოკა-კოლა ბოლთლერს ჯორჯია“-ს თანადგომით, ნაძალადევის რაიონში მაცხოვრებელ 50 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს და პენსიონერებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცათ.
აღნიშნული კამპანია პერმანენტულად გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ახალ კორონა ვირუსს (covid-19) საბოლოოდ არ დაამარცხებს.
როგორც ალექსანდრე ხუჯაძემ განაცხადა, თითოეული ჩვენგანის ვალი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა.
მისივე თქმით, ამ მძიმე ჟამს ქვეყნის ყველაზე დაუცველ თანამოქალაქეებს მაქსიმალური დახმარება უნდა გაეწიოს.
,,დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ბიზნესმენებს და იმ კომპანიებს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს ჩემი და ბატონი მიხეილის თხოვნაზე. მათ იმაზე მეტიც კი გააკეთეს, ვიდრე ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული.
ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებ, იყვნენ მშვიდად და დაიცვან მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ვირუსს’’!-აღნიშნა საკრებულოს წევრმა.