თბილისის საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, რაიონში მდებარე რამდენიმე საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი მოინახულა.
თბილისის N12 საჯარო სკოლაში სტუმრობისას, საკრებულოს წევრი პირველკლასელებს მიესალმა და მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მიხეილ ამაშუკელი ასევე შეხვდა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს. დეპუტატმა მათთან საუბრისას დამამთავრებელ კლასში სწავლების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსწავლეებს ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატება უსურვა.
„წელს თბილისის N12 საჯარო სკოლაში 92 პირველკლასელი მივიდა. სკოლა, წარმატებული და ქვეყნის მოამაგე მოქალაქეების აღზრდის ქვაკუთხედია, აქ გატარებული წლები კი ყველაზე თბილად გასახსენებელი იქნება ყოველთვის. ვულოცავ ყველა პედაგოგს და მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას ვუსურვებ მათ “, - განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
დღესვე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი 56-ე ბაგა-ბაღშიც მივიდა. მიხეილ ამაშუკელმა ბაღის აღსაზრდელებს, აღმზრდელებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024