თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მე-19 ოლქის მაჟორიტარმა წევრმა მიხეილ ამაშუკელმა რაიონის მოსახლეობას მე-12 საჯარო სკოლის დარბაზში საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში ჩააბარა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა რაიონის მცხოვრებლებს სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე მათი აზრი მოისმინა და ნაძალადევის რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მათთან ერთად იმსჯელა.
მიხეილ ამაშუკელმა დღესვე მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოში, კერძოდ კი, ფრაქციაში -,,ქართული ოცნება’’, ასევე ეკოპოლიტიკის, მიწის ლეგალიზების, სპორტისა და სატრანსპორტო კომისიებში განხორციელებული საქმიანობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ნაძალადევის რაიონის მე-19 ოლქის მცხოვრებლებს წლიური ანგარიში წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან, მიწის ლეგალიზების კომისიის თავმჯდომარესთან ანა ლაშხთან ერთად წარუდგინა.
შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ამაშუკელმა დამსწრე საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ, აქტიური ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024