მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მოქალაქეებს თბილისის საკრებულოში შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების გადაწყვეტის გზები განიხილა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მოსახლეობის მიღება რეგულარულად გაიმართება და მათ მაჟორიტართან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა ყოველკვირეულად ექნებათ.
„ვაგრძელებ მოქალაქეებთან შეხვედრებს, ვინაიდან მათთან უშუალო კომუნიკაციით ყველაზე ნათლად იკვეთება ის ყოფითი პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება.
დღეს შეხვედრები მქონდა მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლებთან, თითოეული მოქალაქის პრობლემა ინდივიდუალურად განვიხილეთ და მათი წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის კონკრეტული გზები დავსახეთ. ბიუროში მოქალაქეების მიღება ყოველკვირეულად გაიმართება და პირადად ვიზრუნებ, რომ შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობით და მათთან აქტიური თანამშრომლობით, მოსახლეობის ყველა საკითხი ეტაპობრივად მოვაგვაროთ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.