მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრი“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ავჭალის გავლით, სოფელ გლდანის მიმართულებით ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ.
დღეიდან N 108 მარშრუტზე მოძრავი ძველი ავტობუსები ოთხი ერთეული ახალი ავტობუსით ჩანაცვლდა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ მიაწოდა. საკრებულოს წევრმა რაიონის მოსახლეობასთან ერთად ახალი ავტობუსით იმგზავრა.
„დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ პირველი ახალი ავტობუსი გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ საავტობუსო პარკის განახლების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
ახალი ავტობუსები მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“, სარაჯიშვილის გამზირისა და ლიბანის ქუჩის გავლით, ზაჰესიდან სოფელ გლდანში გადაიყვანს. აქამდე ამ მარშრუტზე ორი ძველი ყვითელი ავტობუსი მოძრაობდა ახლა კი მათ ნაცვლად ოთხი ახალი ავტობუსი ივლის. შემცირდა ლოდინის დროც და მგზავრთა ნაკადის გადაყვანაში არავითარი სირთულე აღარ იქნება“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსი53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024