დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩასა და ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე მცხოვრებ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა. ოჯახებს, რომლებიც აღნიშნულ მისამართებზე 1990-იანი წლებიდან ცხოვრობენ, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად, გადასცა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ოჯახები ფართების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მისივე თქმით, დღეს მათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
„მოსახლეობისთვის ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. დღეს, თბილისის მერთან ერთად, სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადავეცით. ოჯახები, რომლებიც დიდ ლილოში, ერეკლე მეორეს ქუჩასა და ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე 1990-იანი წლებიდან ცხოვრობენ, ბინების დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. დღეს კი მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღეს. მე, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარი მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს “ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართები 700-მდე ოჯახს დაუკანონდა და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024