დღეს, ისნის რაიონში, ლეჟავას ქუჩაზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" წყალმომარაგების სისტემის განახლება დაიწყო. სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა და ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერეს.
„დღეს, კომპანია „ჯივიპი“-მ ისნის რაიონში, მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. დაახლოებით კილომეტრნახევარი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისად, აღნიშნული სამუშოების დასრულების შემდგომ სრულად განახლდება გზის საფარი და ამ სამუშაობეს ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ჯივიპი“-ს და ისნის რაიონის გამგეობას, ამ პროექტისთვის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განახლდება - შეიცვლება წყალსადენის მაგისტრალური ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები, ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 1.4 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვლება. აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 850 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. ლეჟავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის განახლება ნოემბერში დასრულდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისნის რაიონის გამგეობა გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024