თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან ჯაფარიძემ თბილისის მერის მოადგილეებთან კახაბერ გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან, კრწანისის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან, გამგებლის მოადგილეებთან შოთა ბერიძესთან და საბა პატაშურთან ერთად ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
კრწანისი გამგეობამ თბილისის მერიასთან ერთად ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია აფხაზეთის ქუჩიდან 10 იანვარს დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე წყალარინების სისტემა მოწესრიგდა შემდეგ მისამართებზე: ცოტნე დადიანის მეორე და მესამე შესახვევი, გურამ პატარაიას ქუჩა ბაგრატის ქუჩამდე და ბაგრატის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ჯემალ რაფავას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა ჩიხების ჩათვლით, გულბანის ქუჩა ავტობანიდან სოხუმის ქუჩის კუთხემდე, აფხაზეთის ქუჩის პირველი და მეორე ჩიხი, ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩა ავტობანიდან გ. პატარაიას ქუჩამდე, ბაგრატის ქუჩა ჩიხებთან ერთად, გულბანის ქუჩა სრულად. მიმდინარე წელს ასფალტის საფარი დაიგება დავით აღმაშენებლის, რაფავას, გულბანისა და ბაგრატის ქუჩებზე.
პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ 300-მდე ოჯახი ისარგებლებს გამართული წყალარინების სისტემით. მათგან 3 539 გრძივი მეტრი ქსელი გამგეობის მიერ მოეწყო, 3 948 გრძივი მეტრის მოწყობაზე კი თბილისის მერიამ იზრუნა.
სვანების დასახლებაში დასრულდა წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი, მიმდინარეობს გზის დაგების სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე და საგზაო ინფრასტრუქტურა.