თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან დავითაშვილმა და პარლამენტის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების, გიორგი ნანუაშვილისა და ერეკლე ყულოშვილის დედები მოინახულეს. ლევან დავითაშვილის თქმით, ფასდაუდებელია დაღუპული გმირების თავგანწირვა.
,, დღეს, ჩვენ მოვინახულეთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედები. გიორგი ნანუაშვილიმა და ერეკლე ყულოშვილმა ქვეყნის ერთიანობას თავი შესწირეს. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს, ასეთი ვაჟკაცებისა და ქვეყნისთვის თავდადებული გმირების აღზრდისთვის. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ისინი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024