თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ და ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარს 80 წლის იუბილე მიულოცეს.
„ქალბატონი ლილი ფანჩულიძე, რომელიც ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ცხოვრობს, 37 წელია ქართულ ბიბლიოთეკას ერთგულად ემსახურება. ჩვენ მას 80 წლის იუბილე მივულოცეთ, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დღეგრძელობა ვუსურვეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.