31 დეკემბერი 2019 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ესტუმრა, საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ, რომ 2020 წელი მშვიდობის, სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.