თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის დეპუტატთან პარლამენტიდან ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
ისნის რაიონში კერძოდ, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე ამჟამად საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ბორდიურები, გზის სავალი ნაწილი და ასევე მოეწყობა ახალი, თანამედროვე განათების სისტემა.