თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა , ამავე რაიონის პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან და გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
"ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის საფარს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000კვ.მ. ფართობზე ბორდიური და ბილიკები მოეწყო, ქუჩაზე ასევე გარე განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარი გამოიყო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024