თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მათ შორის, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ასევე ხდება სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა.
დეპუტატის ინფორმაციით, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ვაზისუბნის 4მ/რ 1კვ N8-11 და 1მ/რ N15 კორპუსების მიმდებარედ.
აღდგენითი სამუშაოები უტარდება ვარკეთილის 4მ/რ 3 კვ. 13-ე კორპუსთან მდებარე სპორტულ მოედანს, ხოლო ვაზისუბნის 4მ/რ 2 კვ. კი სპორტული მოედნის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე საგზაო სამუშაოები და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია ამავე რაიონში წულუკიძის ქუჩა 23ა,ბ, გ, კორპუსებთანაც ხორციელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024