თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის პარლამენტის დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ვაზისუბანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა.
მისივე ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში რაიონში სპორტული მოედნების განახლება, ვაზისუბნის N 163 საჯარო სკოლის მიმდებარედ საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები, სავალი კიბეების რეკონსტრუქცია და საკანალიზციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024