თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოების ფარგლებში, ვაზისუბნის დასახლების N10 კორპუსში ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 826 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, წყალომომარაგებისა და წყალარიანების შიდა გაყვანილობის რეაბილიტაცია ჩატარდა ვაზისუბნის დასახლების N 2-ა კორპუსში, რომლის ღირებულებამ 24335 ლარი შეადგინა.
ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ვაზისუბანი მე-8 ლეგიონში 24 პროექტი ხორციელდება. მათ შორის, 6 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 18 მისამართზე პროექტები მიმდინარე ეტაპზეა.