თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა ლევან დავითაშვილმა, რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საკრებულოს წევრი და რაიონის გამგებელი მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელ გზაზე იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაციაც, ისნის რაიონის გამგეობამ ახლახანს დაასრულა. ასევე მოინახულეს ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩები, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, 12 300 კვ.მ ფართობზე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ელექტრო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, ხოლო გზის გასწვრივ მოეწყო თანამედროვე ტიპის LED განათების სისტემა, ტერიტორიაზე მოეწყო მიწის ზედა სახანძრო ჰიდრანტიც.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024