თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
„პროექტის ფარგლებში ვაზისუბნის მე-4 მ/რ 2 კვ N5 და N7 კორპუსების მიმდებარედ მოეწყო ახალი მწვანე სივრცე და საბავშვო მოედანი, სადაც მოსახლეობა თავისუფალ დროს განტვირთვას შეძლებს. ასევე მოვინახულეთ სხვადასხვა ადგილები სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024