თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან და განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძესთან ერთად, ვაზისუბნის 90-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება, საგანმანათლებლო სივრცე, სააქტო და სპორტული დარბაზები და მოპირკეთდება ეზო.
“სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია ჩვენი ბავშვების და პედაგოგებისთვის. მოსწავლეებმა კომფორტულ, უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართულ გარემოში უნდა შეძლონ განათლების მიღება. ჩვენ ქვეყანას სჭირდება განათლებული თაობა, რომლის გარეშეც წინსვლა და განვითარება შეუძლებელია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024