თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა დამდეგ დღესასწაულთან დაკავშირებით ვაზისუბანში, აგრეთვე მე-8 ლეგიონში მდებარე ტაძრებს სააღდგომო ნობათი გადასცა.
,,აღდგომა ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი იმედი და სიხარული მოაქვს. ყველას გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და დიდ სიხარულს. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას,"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.