თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატი, პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ისნის რაიონში მცხოვრებ 139-ე საჯარო სკოლის დამსახურებულ პედაგოგს ესტუმრნენ და სასაჩუქრე კალათა და მედიკამენტები გადასცეს.
ლევან დავითაშვილის თქმით, 139-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი დამსახურებული პედაგოგი ნონა კვასხვაძე 45 წელი ემსახურა სკოლას და ჩვენს ქვეყანას არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდა.
„პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა, რომელიც პირდაპირ ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან და თავისუფალ აზროვნებასთან. სწორედ პედაგოგების დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას განათლებული და წარმატებული თაობები ყავს.
ქალბატონი ნონა კვასხვაძე უზომოდ შეყვარებულია თავის პროფესიაზე და სკოლაში გატარებულ თითოეულ დღეს, დიდი სიხარულით და ემოციით იხსენებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნონას განათლებული და წარმატებული თაობების აღზრდისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.