ქალაქ თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა,ამავე რაიონის პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან,რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, N156 და N121 ბაგა- ბაღებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
N156 ბაგა-ბაღში, შენობის ინტერიერი განახლდა და მოეწყო შიდა სათამაშო მოედანი. გზის საფარი შეიცვალა N121 ბაგა-ბაღში, ასევე გარემონტდა რამდენიმე ოთახი და საპირფარეშო. ბაღის ეზოში დაწყებულია სპორტული მოედნის მოწყობაც.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024