თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან, საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან და ვალერი უტიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპული გმირის სახელობის ქუჩა გახსნა.
„ჩვენ გვყავდა ისეთი გმირები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. გმირებს შორის იყო ვალერი უტიაშვილი, რომლის სახელობის ქუჩაც დღეს გავხსენით. მე, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სამშობლოსათვის სიცოცხლე გაწირეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს, ასეთი ვაჟკაცის და ქვეყნისათვის თავდადებული გმირის აღზრდისთვის"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ისნის რაიონში მდებარე ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიანიჭა.