თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე და დასრულებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები დაათვალიერა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები ვაზისუბნის და კახეთის გზატკეცილის რამდენიმე მისამართზე წარმოებს. ამ მისამართებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, სადარბაზოს კარის მონტაჟი, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კიბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მისამართებზე სარემონტო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.