თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა მის სამაჟორიტარო ოლქში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტები ხორციელდება.
,,აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გავეცანით, შევხვდით მოსახლეობას და მომავალში განსახორციელებელ გეგმებზე ვისაუბრეთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამჟამად, ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ის მე-2 კვარტლის მე-9 კორპუსში სრულად იცვლება წყალკანალიზაციის მილი.