თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი პარლამენტის ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ოგორც დეპუტატმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტები შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:
ვაზისუბნის II მიკრორაიონის N19 და N21 კორპუსების ირგვლივ, სადაც საგზაო სამუშაოები ტარდება.
კორპუსების ეზოების მოასფალტებისთვის დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. ორივე კორპუსის 700 კვ2 ტერიტორიაზე კი ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობაა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება.
ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო.
,,ჩვენ შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, მათ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ’’, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024