თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი პარლამენტის ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად ახალი სკვერის გახსნას დაესწრო.
პროექტის ფარგლებში, წულუკიძის ქ. N26, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო.
სკვერის მოწყობის სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2019 წლის იანვარში დასრულდა.
1 000 კვ2 ფართობზე ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, დაიდგა საბაღე სკამები, რომლებიც გადაიხურა დეკორატიული საჩრდილობლებით. საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა ფილებით. დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
,,სასიხარულოა, რომ ჩვენს რაიონში რეკრეაციული ზონებისა და ბავშვთა გასართობი მოედნების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს კი ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას შეუწყობს ხელს’’, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024