27 დეკემბერი 2019
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ვაზისუბანში გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.
,,დღეს, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, საახალწლო განწყობა შემოვიტანეთ და ჩვენს ბავშვებთან ერთად ნაძვის ხე ავანთეთ. ახალი წელი, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, განსაკუთრებით კი ჩვენი პატარებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან ამ დღის დადგომას. მინდა, ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო ჯანმრთელობა, სიკეთე და ბედნიერება,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვების ამაღლებულ განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, ასევე გაიმართა სხვადასხვა გასართობი თამაში. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.