თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვლმა, ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის პირველი კვარტლის N1, N2 და N3 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერში, 15 ძირი 3 მეტრზე მაღალი კელრეუტერიის ხე დაირგო. აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ასევე, ამ მისამართზე მოეწყობა სკვერი, რომლისთვისაც თანხა მომავალი წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
,,ჩემთვის, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას შევუქმნათ უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო. ასევე მნიშვნელვანია, მოქალაქეთა მხრიდან მწვანე სივრცეების მოწყობაში თანამონაწილეობა. სწორედ ასეთი აქტივობით ხელს შევუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდა თაობაში და ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მიმართულებით, "- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024