თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დავითაშვილის წარმომადგენლობა დამსახურებულ პედაგოგს ესტუმრა.
მაჟორიტარის ინიციატივით წარმომადგენლობამ ვაზისუბანში მცხოვრები 139-ე საჯარო სკოლის დამსახურებული პედაგოგი მოინახულა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
ქალბატონი ნონა კვასხვაძე ერთ-ერთი დამსახურებული პედაგოგია, რომელიც 45 წელი ემსახურა სკოლას და არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა.
წარმომადგენლობამ, ლევან დავითაშვილის სახელით, პედაგოგს მადლობა სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის გადაუხადა.
ნონა კვასხვაძის თქმით, საკრებულოს ისნის რაიონის დეპუტატი ყურადღების მიღმა მას არასდროს ტოვებს და სხვადასხვა საკითხის გადაჭრაშიც არაერთხელ დახმარებია.