თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან დავითაშვილისა და ამავე რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით ვაზისუბნის სკოლის პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
,,მხარდამჭერი ვიქნები ყველა იმ ინიციატივის, რომლის მიზანი ადამიანებზე ზრუნვაა. მითუმეტეს, თუ ეს წამოწყება ჯანმრთელობას ეხება და დაავადებების პრევენციას უკავშირდება.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დეპუტატის თქმით, მსგავსი სახის აქციები კვლავაც გაგრძელდება და უფასო კვლევების სერვისით კიდევ არაერთი მოქალაქე ისარგებლებს.
,,მინდა, მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელობას და მედიკოსებს, რომლებმაც პედაგოგებს მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიეს"- აღნიშნა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა.
პედაგოგებს კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს, პაციენტებს შესაბამისი რჩევებისა და საჭიროების მიხედვით გამოკვლევები უახლესი აპარატურის გამოყენებით ჩაუტარდათ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024