თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ლევან დავითაშვილის და ამავე რაიონის დეპუტატის, პარლამენტის წევრის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, ვაზისუბანში მინი-ფეხბურთის ტურნირი „ვაზისუბანი 2019“ გაიმართა.
ტურნირი სადაც ოთხი გუნდი მონაწილეობდა, გუნდ ვაზისუბანი II -ის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულები საკრებულოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა სიგელითა და ფულადი პრიზით დააჯილდოვეს.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას ახალგაზრდები დიდი სიხარულით შეუერთდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს ამ სპორტულ აქტივობაში მონაწილეობისთვის და წარმატებები ვუსურვო. ასევე აღვნიშნავ, რომ მსგავსი სპორტული ღონისძიებები ჩვენს რაიონში მომავალშიც ჩატარდება და უფრო მასშტაბური იქნება"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებას ისნის რაიონის გამგეობისა და მაჟორიტარის წარმომადგენლობის წევრები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024