თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 120 ლარიანი ვაუჩერები გადაეცა.
სოციალური აქციის ფარგლებში გლდანის რაიონში რეგისტრირებული ყველა მოქალაქე კლინიკა „მედიგრუპში“ არსებული სამედიცინო სერვისებით სარგებლობას შეძლებს. მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქციით, რომელიც 1 სექტემბრამდე გაგრძელდება გლდანის 200 ზე მეტმა მცხოვრებმა უკვე ისარგებლა.
„ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 120 ლარის ღირებულების მომსახურებას მათ კლინიკა „მედიგრუპი“ უფასოდ უწევს. მოქალაქეებს საშუალება აქვთ აქციის ფარგლებში გამოიყენონ და ისარგებლონ ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევებით, ასევე ექიმის კონსულტაციით. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ხელმძღვანელობას და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ ძალიან ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
გლდანის რაიონში მდებარე კლინიკა „მედიგრუპი“ უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით არის დაკომპლექტებული. კლინიკაში არსებულ სამედიცინო სერვისებს ოფთალმოლოგიური მომსახურებაც დაემატა.