თბილისის საკრებულოს წევრმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზარნაძემ საზოგადოებას წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
კონსტანტინე ზარნაძემ დამსწრე საზოგადოებას საანგარიშო პერიოდში ფრაქციის მუშაობის, საკრებულოს სხდომების, ასევე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და სარევიზიო კომისიების სხდომებში მონაწილეობისა და გლდანის რაიონში გაწეული საქმიანობის შესახებ გააცნო ინფორმაცია.
საკრებულოს წევრმა ისაუბრა ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და სარევიზიო კომისიების მიერ ორგანიზებულ კომისიის სხდომებზე და განხილულ საკითხებზე, რომლებზეც შესაბამისი ოქმები და დასკვნები მომზადდა. მანვე დამსწრე საზოგადოებას საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ საკრებულოს სხდომებზე მიღებულ დადგენილებებსა და განკარგულებებზე მიაწოდა ინფორმაცია .
კონსტანტინე ზარნაძემ ანგარიშში გლდანის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, კეთილმოწყობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და სხვა პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.