თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, მუხიანში , დუმბაძის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 80 ძირზე მეტი ნეკერჩხალი დარგეს.
„ქალაქის უბნების გამწვანება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოსახლეობის ინიციატივით და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გლდანის რაიონში ათეულობით ხე დაირგვება. მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის.“- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ
აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციაში დეპუტატთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო.