“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, წყალსადენისა და წყალარინების სისტემა განაახლა. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, კომპანია “GWP”-ისა და რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, სტურუას ქუჩაზე, პროექტის ფარგლებში, წყალსადენისა და წყალარინების 1.1 კმ სიგრძის ქსელი სრულად შეიცვალა. მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები დაამონტაჟა.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ, სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და გზის საფარის რეაბილიტაციას დაიწყებს. გაუმჯობესებული წყალმომარაგება და ინფრასრუქტურა ჩვენი მოსახლეობისთვის გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს ნიშნავს. მინდა, მივულოცო მათ აღნიშნული პროექტის დასრულება და გაწეული სამუშაოებისთვის კომპანია “GWP”-ისა და რაიონის გამგეობის მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კომპანია „ GWP”-იმ სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტში 70 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024