19 მაისი 2025
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში მდებარე N172 სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, სკოლის დირექტორს, დავით ბრეგვაძეს, დირექტორის მოადგილეს, ქეთევან გონაშვილსა და მასწავლებელს, ზაიგულ ტვილდიანს უმასპინძლა. საკრებულოს წევრმა სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, კახა ლაბუჩიძემ მოსწავლეებს წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კახა ლაბუჩიძე მოსწავლეებს დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობის მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობის თაობაზე მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდაა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია თვითმმართველობის მუშაობის პრინციპებზე.