თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან და ისნის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ ელისაშვილთან ერთად, საინგილოს ქუჩაზე ახლად აშენებულ N88 საბავშვო ბაღს ესტუმრა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად არის აღჭურვილი.
„ელიას დასახლებაში სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, მშობლებს ბავშვები მიმდებარე უბნების ბაღებში დაჰყავდათ. ეს პრობლემა მოგვარდა და მიხარია, რომ ახლად აშენებულ ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უკვე დაიწყო”. – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
N88 ბაღმა პირველივე წელს 230 აღსაზრდელი მიიღო. ამასთან, თანამედროვე სტანდარტის ბაღში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.