თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ თბილისის 98-ე საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეებთან ერთად ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა. ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულ ღირებულებებსა და ისტორიულ ფასეულობებს ეზიაროს საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის ინიციატივით ჩატარდა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 25 თებერვალი ქვეყნისთვის მტკივნეული და ტრაგიკული დღეა, რადგან ზუსტად 101 წლის წინ, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ოკუპაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მისი მასშტაბები სულ უფრო იზრდება.
„დღევანდელ დღეს, მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინის სახელმწიფოს, რომელიც ევროპული ღირებულებებისთვის და თავისუფლებისთვის შეუპოვრად იბრძვის და ცდილობს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თბილისის 98-ე საჯარო სკოლა ისანში მდებარეობს და მე როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარ წევრს, მსურს სკოლის მოსწავლეებს ვაჩვენო ის საგანძური, რაც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზშია განთავსებული და აღწერს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991) ამსახველ ფოტო, ვიდეო და დოკუმენტურ მასალას“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, ოკუპაციის მუზეუმის და თბილისის 98-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კახა ლაბუჩიძემ საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ოქტომბერი 30,2023საკრებულოში საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე მოსწავლე- ახალგაზრდების წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართა
ოქტომბერი 10,2023კახაბერ ლაბუჩიძის ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა
სექტემბერი 28,2023